საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საერთო რაოდენობამ 432903-ს მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს და ვასრულებდეთ ნაკისრ ვალდებულებებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ, ანაფილაქსიური შოკის 4 რეალური შემთხვევაა დაფიქსირებული. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარების თვალსაზრისით ახლა პიკში ვართ. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო.
ჯამურად მობილიზებულია დაახლოებით 8000 საწოლი საავადმყოფოებში, რაც არის ჩვენი სისტემის მაქსიმუმი. ამას ყოველდღიურად ემატება კოვიდსასტუმროების რაოდენობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ის რომ საქართველომ გადაწყვიტა დელტა შტამის მეშვეობით (მაინც სწრაფად ვრცელდებაო) ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს ვაქცინაციის გარეშე ეს აშკარაა...ვინც გადარჩება, გადარჩება, არის დევიზი, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99%.
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ყველაზე სანდო ვაქცინა „ფაიზერია“. 8% ყველაზე სანდო ვაქცინად ჩინურ „სინოფარმს“ მიიჩნევს, 7% „ასტრაზენეკას“, 4%