
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


ღარიბაშვილმა ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტა, რომ ვინაიდან ევროკავშირისაგან „ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელსაც ვიმსახურებთ“, არ თვლის საჭიროდ, რომ ამ თემაზე დისკუსია გააგრძელოს.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, ევროკომისიის მიერ წაყენებულ ყველა პირობას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლება "პირნათლად შეასრულებს".

ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და ეს სრული აბსურდია. მისი თქმით, არჩევნებში მოგებით ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო.

მინდა, ჩემი გუნდის სახელით განვაცხადო, რომ მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა დამსახურებულად, ეს არის დამსახურებული მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.