არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა.
მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების შესახებ მომზადებულ ანგარიშზე, პეკინი მოუწოდებდა გაერო-ს, არ გამოექვეყნებინა მასალა და დასავლეთის მიერ მოწყობილ ფარსს უწოდებდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უახლოეს კვირებში შეუზღუდავენ. მისი თქმით, ქვეყანა ცდილობს პროცედურების მიღებას, რის შედეგადაც, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ესტონეთში შესვლას ვეღარ შეძლებს.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზამთარში მოსახლეობისთვის დენის დღეში ორი საათით გათიშვა გახდეს საჭირო. ეს განცხადება ელისაბედ ბორნმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების ოთხ ნიმუშში გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.