
დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ! – განაცხადა პავილიონისმა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ კურსს.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ის დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში.

რუსთაველის გამზირზე, სადაც გრანდიოზული აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს, წუთიერი დუმილი მიაგეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებსა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს აგრესორ რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას.

რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიც "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილმა "შინ ევროპისკენ" აქციის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთა და მონაწილეებს მიმართა.

"აქციის ორგანიზატორი არის "ნაციონალური მოძრაობა", მისი ახალგაზრდული ფრთა, რაც შეეხება მიზანს, პირდაპირ მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედია.

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისის, გავრილოვის ღამეზე საუბრისას, ამბობს, რომ შეცდომა კი არ იყო, ეს იყო ვერუზრუნველჰყოფა და ამ კუთხით თუ გინდათ შეცდომა დავარქვათ, არავინ ისურვებდა ამას.