ესპანეთის პოლიციამ 15 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო, დაკავებულია 49 ადამიანი, - ინფორმაციას ABCnews ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ყველაზე დიდი მოქმედი დაჯგუფება იყო ესპანეთში და რეგულარულად შეჰქონდა თვეში 20 ტონამდე ჰაშიში ჩრდილოეთ აფრიკიდან იბერიის ნახევარკუნძულზე.
პოლიციამ განაცხადა, რომ კონტრაბანდისტები მძიმედ შეიარაღებულები და ასევე კარგად ორგანიზებულები იყვნენ ცალკეული ჯგუფებით, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ დატვირთვაზე, ჩქაროსნულ მოტორულ ნავებს, საწვავის მომარაგებასა და საკვებს. ოპერაციაში 400-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.