
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

საქართველოში ჩინეთის საელჩო მკაცრად გმობს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს. შესაბამის განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

რუსეთში OZON-ის საწყობი იწვის. ვიდეომასალა ტელეგრამის არხებში ვრცელდება.

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მძღოლი და ხუთი მგზავრი დაშავდნენ.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკოლას ბარნსი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.