იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი უცხოური აგენტების სიაში დაამატა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების სტატისტიკის შემცირების ფონზე, პანდემია დასასრულს უახლოვდება.
გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება იაშარ ალიევმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ 12 სექტემბერს მომხდარი შეტაკებები განიხილებოდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და 50 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა გაავრცელა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 44 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვსა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია რუსულმა interfax- მა გამოაქვეყნა.
Feedc-ის დამფუძნებლის, ზუსტად 1 წლის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და სთხოვს, ნიკო კვარაცხელიას საქმით პირადად დაინტერესდეს.
"Covid 19-ის დასასრული ახლოვდება" - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანუმ გებრეისუსი საუბრობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა.