კიევში ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის წარმომადგენლები.
პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-მდე ბავშვი გახდა. რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. ნათლობის შემდეგ ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მივიდა და ნათლულები დალოცა.
საქართველოს საპატრიარქო ხაშურში, მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც საპატრიარქოსგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.
იტალიის ცნობილ კურორტზე, კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, ათზე მეტი ადამიანია დაკარგული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა იპოვეს ქალის ცხედარი.
27 ნოემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ითოვებს.
ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს ავრცელებს, რომლითაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხაშურის ცხრამუხის მონასტერში მომხდარ ფაქტსა და ასევე, თერჯოლაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „სადაკო – მშვიდობის ელჩი“ მოეწყო თბილისის მერიის მხარდაჭერით და სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკოს“ ორანიზატორობით სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „სადაკო – მშვიდობის ელჩი“ მოეწყო.
ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.