საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ცხრა პირი მისცეს, რომელთაგანაც ორი ყოფილი, ერთი კი მოქმედი მოხელე იყო.
თერჯოლაში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა.
სირიაში ბოლო საჰაერო დარტყმებმა პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას, რომლებიც მუშაობენ სირიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად,- ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის 36 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს.
"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ დღეს, 24 ნოემბერს, ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. მიზეზი კომპანიის ცნობით, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებაა.
93 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თამარ სხირტლაძე. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უკრაინაში, ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საოკუპაციო არმიის შეტევას ამჯერად კონსტანტინე ქურსუას სიცოცხლე შეეწირა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩვეული ცინიზმით ეხმაურება.
იმუნოლოგმა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის [NIAID] ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში ბოლო ბრიფინგი გამართა.