რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხვალ, 25 სექტემბერს, ებრაულ ახალ წელს, „ისრაელის სახლი“ ფართო საზოგადოებას ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიურ მარშრუტს წარუდგენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS-ს „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს.
პოლონეთში მოსახლეობას იოდის აბებს ურიგებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის მიზეზად უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დასახელდა.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი შეინიშნება.
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში ჯანდაცვის პოლიტიკა შეაფასა. დეპუტატის თქმით, დღეს თურქეთში წასვლა და იქ მკურნალობა „მოდაშია“, ისევე როგორც ადრე მოსკოვში ან საფრანგეთში დადიოდნენ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაიღუპა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.