წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
რუსეთში კომპანია „მეტა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისი განცხადებით, მიესალმება რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და შეიქმნა ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობებში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედიდან" განცხადებას ავრცელებს და ამბობს რომ იბრძვის სიცოცხლისთვის.
ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს არის მეშვიდე სარაკეტო გამოცდა 25 სექტემბრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის – „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში დაცულია.