გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდა. კომპანია GWP წყალომომარაგების აღდგენის გრაფიკს ავრცელებს.
ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის, ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა, დეკემბერში კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება.
კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები ონკოგინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა. ტექნიკა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის კლინიკებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ანჯეი დუდა ახლო მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში.