არ შეიძლება უცხოური აგენტების შესახებ რეპრესიული კანონის მიღება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
პოდოლიაკის განცხადებით, „არ შეიძლება, პრეზიდენტი ნელ-ნელა ციხეში მოკლა“.
„არ შეიძლება სცემო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება, ევროპისკენ სვლა სურთ ან მიდიოდე ევროპისკენ და იყურებოდე რუსეთისკენ. არ შეიძლება, შენი პრეზიდენტი ნელ-ნელა ციხეში მოკლა. რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ შეიძლება, უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“, – წერს პოდოლიაკი.