საქართველოს პარლამენტმა ინფორმაცია გაავრცელა რომ ხვალ 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც აქციაზე ითქვა, რომ ხვალ სესიაზე საბოლოოდ იქნება გაწვეული "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" კანონპროექტი.
განცხადება აქციაზე ნოდარ ჩაჩანიძემ მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც "ქართულ ოცნებაში" ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ჩასაგდებად პლენარულ სხდომაზე ხვალ გაიტანს
253
|