საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.
საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.
დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლ გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული.
პროკურატურის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ბრალდებით, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარე ბაწარას და ალაზნის შენაკადები ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დაათევზიანეს.
მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე მოხდება.