საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.
გაბალის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში დახვდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე. გაბალაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.