ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - ცეცხლი უკიდია ლილოს ბაზრობის ნაწილს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ორ საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.
ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს . ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის ოდენობა, ასევე რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია.