„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.
შვეიცარიის ქალაქ კლარენსში გალერეამ – L’Eskyna, école et espace d art ქართველი მხატვრების ნინო იოსავასა და ია ფარნაოზის ნამუშევრების კატალოგი დაბეჭდა.
საგურამოში, სოფელ წიწამურთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა, – ამის შესახებ ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში.
თიბისი კონცეპტი, „მასტერქარდისა“ და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებას მუსიკალურ სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე იწვევს.
ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება შიდა საქმეების ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00 საათიდან 26 იანვრის 06:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.