130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართულ დღევანდელ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
შესვენების შემდეგ, სასამართლო პროცესზე, სადაც შუამდგომლობების განხილვა მიმდინარეობს, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა, მასთან ექიმის მისვლა გახდა საჭირო და ამ ეტაპზე ის დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
საკანონმდებლო მაცნეზე "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრება.
ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-სა და ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოს მთავრობას მიმართავს, გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ.
ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი პრაქტიკულად ჩაქრა. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.