სენაკში, რკინიგზის სადგურთან, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი გაჩერებულია. როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ადგილობრივებმა განუცხადეს ძლიერი ქარის გამო სადენები დაზიანდა და მატარებელი დაგეგმილი რეისის შესრულებას ვეღარ შეძლებს.
საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას „იუნისეფი“ საქართველო ავრცელებს.
თითქმის 3 წლის შემდეგ, COVID-19 აღარ წარმოადგენს დღის წესრიგის მთავარ თემას. ამასობაში კი, პრობლემა კვლავ რელევანტური და სიცოცხლისთვის სახიფათო რჩება, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-153) ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში დღეს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.