საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც რამდენიმე წუთში მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს ჩატარდეს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სხთოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს.
6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.
მსურს ვუთხრა ყველას, უკრაინელებო თქვენ არაჩვეულებრივები ხართ! მტერი შეფიქრიანებული და შეშინებულია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
ევროპაში მასობრივად ყიდულობენ "რადიაციის საწინააღმდეგო" აბებს
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია - ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება, აღარც ევროპა იქნება და აღარც დედამიწა - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო მაესტროს "სატელეფონო ინტერვიუში" განუცხადა.
მე უკანასკნელად და დარწმუნებით ვამბობ, დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.