გერმანიაში ელექტრო მანქანების გამოყენებისთვის სრულ კომფორტს ქმნიან — Businesswire–ის ცნობით, ქვეყანაში აგებენ გზას, რომელზე გადაადგილების დროსაც კომერციული და საქალაქო ელექტრო ტრანსპორტი უსადენოდ დაიმუხტება.
მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტის კითხვას - შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს, ზეწოლა და ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „არმიჰოლში“ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
პოლონურ კომპანიასთან ერთად, ვიწყებთ დრონების წარმოებას. ქვეყნაში შეიძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა, მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგის 11 თვის შედეგების მიხედვით, კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.