დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში ისარგებლონ Visa კონსიერჟის და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.
ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:
კონცეპტ 360-ის უპირატესობები;
ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;
ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;
ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;
მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;
საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;
Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;
თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;
კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;
FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;
ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;
ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს.