

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს აქვეყნებს.


ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 430-მა, 52 წინააღმდეგი იყო, 126-მა კი თავი შეიკავა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული წელს საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა, რომელმაც 203 ქულა მიიღო.