დღეს, 18:00 სთ.-ზე ჯანდაცვის სამინისტროში მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი გაიმართება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა.
ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდება საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm კავშირის გაძლიერება“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი "ოცნების" მიერ ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება. როგორც მილერი წერს, ეს ნაბიჯი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას.
პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საპარლამენტო ოპოზიცია „გირჩის“ ინიციატივა, რომლის თანახმად, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულება გაუქმდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ეწვივნენ. მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.