საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არაერთი არქიტექტურული პროექტის კონკურსი გამოაცხადა და ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორები აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურესბში, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ არქიტექტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს.
კრაკოვში, ხელოვნების გალერეა Bunkier Sztuki-ის 60 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.
2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია “საქკაბელი“ 67 წლისაა. კომპანია დაბადების დღის აღსანიშნად მომხმარებელს 2 და 3 ოქტომბერს 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მცხეთის რაიონის სოფელი წიწამურიდან, თბილისში ავჭალის დასახლებამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანასაც ითვალისწინებს.
2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.