
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.