
ევროპამ რუსული ნავთობისა და გაზის შესაძენად უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე უკრაინის დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის ერთი ნაწილიც არ დაუთმო, პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

სავაჭრო პალატამ 100-მდე ქალი მეწარმე ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდრე წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ, უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა.

ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდა და ამასთან, ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი.

კრისტიან შტოკერმა ავსტრიის კანცლერის პოსტზე ფიცი დადო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.