
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და დედებს დღევანდელ დღეს ულოცავს.

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, თბილისში ბინების გაყიდვების მეოთხედი დიდ დიღომზე მოდის.

ხარაგაულში უხვი ნალექის გამო, ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც, იპოვეს. ოლეგ კოჩაძეს, რომელსაც საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდა, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ.

2025 წლის დასაწყისში თბილისში ბინების გაყიდვები და ქირის ფასი შემცირდა, ბინების ღირებულება მცირედით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის [DOGE] არაოფიციალური ხელმძღვანელი, ილონ მასკი თანახმაა, აშშ-მა NATO და გაერო დატოვოს.

ბრაკონიერობის შესამცირებლად, მონადირეებს სერტიფიცირების გავლა მოუწევთ, საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატით - ამის შესახებ ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელმა „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე განაცხადა.

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 3 მარტის სხდომაზე, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" პროექტს განიხილავს. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება.

3 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

3 მარტს, პარლამენტში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ.