მზის ენერგიის ხსენებაზე, უმეტესობა ჩვენგანს სოლარ პანელები, ინვერტორები ან ბატარეები გვახსენდება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, სიგარაზე მოქმედი კანონის ნორმები სიგარილაზეც გავრცელდება.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.032 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით თითქმის 24.854 მლრდ ლარს) შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობის 34.6% დედაქალაქში ცხოვრობს. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2025 მონაწილეობდა.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე - აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისს საქართველოში ამინდი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით განისაზღვრება.
საქსტატის თანახმად, მეთორმეტე კლასელთა ეს რიცხვი თითქმის წინა წლის ტოლია (41.4 ათასი), თუმცა უფრო ნაკლებია ვიდრე მათი რაოდენობა ვინც სრული ზოგადი განათლება 2023 და 2022 წლებში დაამთავრა (47.5 და 45.9 ათასი).