
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მაკრონმა ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგები ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გააცნო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გააცნო.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-თან ხელშეკრულების საბოლოო ვერსია მზად არის.

დიდთოვლობის გამო, იმერეთში 149 მაღალმთიანი სოფელი ჩაკეტილია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი ამბობს, რომ თოვლია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მოსახლეობას დიდთოვლობამ შეუქმნა, აქტიურად მიმდინარეობს.

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს ხელი მოაწეროს "ძალიან დიდ გარიგებას", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მარეგულირებელმა რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 459.03 მილიონი ლარით, ანუ 0.74%-ით გაიზარდა და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა.