საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის ქვეყანაში არ შემოშვების ფაქტს ეხმაურება.
ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე – World of Private Label International Trade Show 10 ქართული კომპანია: „ნათსჯი“, „კულა“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“, „ქარელის ხილი“, „კოოპერატივი რუისპირი – მეღვინეობა იყალთო“, „აჩინებული“ და „გრინ გოლდი“ იყო წარმოდგენილი.
საქართველოში, 2024 წელს გაიზარდა როგორც ოჯახების შემოსავლები, ასევე ხარჯები.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ფრანგული გასტრონიმიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში „Ferrandi Paris“ ჩატარდა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 22 მაისის 23:00 საათიდან, ხვალ, 23 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდება დიდი ლილოს დასახლებასა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოში საქმიანი ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.