შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.
ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს - მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას 26 აგვისტოდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
2023 წლის შემდეგ, რუსეთმა საქართველოდან საზამთროს იმპორტი განაახლა. ამის შესახებ რუსული მედია საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვაშლიჯვარსა და საბურთალოს რაიონში გაზი 12350 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილი წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოში ხორბლის იმპორტი 73.5%-ით გაიზარდა . სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 56.067 მლნ დოლარის ღირებულების 218.2 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2025 წლის 12 აგვისტოს, 11.1-წლიანი 30 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.