
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც კახეთის მაგისტრალის ნაწილია, აქტიურად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი გამოავლინეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით გატარებული საზედამხედველო ღონისძიებების შედეგად გასულ წელს 961 300 ლარის ჯარიმა გამოწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს.

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.