
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისი სხდომაზე მიიღო.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებულია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაბომბვებს შეაჩერებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საქართველო „მსოფლიო ბანკთან“ სუვერენული სესხების ეროვნულ ვალუტაში აღებაზე მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

სესხის ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო მცირდება და მისი მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 0.5 პროცენტით, – ამის შესახებ ლაშა გზირიშვილმა განაცხადა.

Gwp-ის მფლობელი კომპანიის „Aqualia”-ს გენერალური დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, ესპანურ გამოცემა „iAgua Magazine“-თან კომპანიის მიღწევებთან ერთად, საქართველოში, gwp-ის შესყიდვაზე, როგორც კომპანიიისთვის განსაკუთრებულად წარმატებულ პროექტზე საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თითქმის მთელი ევროპა ნაცისტური დროშის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ანტირუსულ რეჟიმს.