

პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ არსებული ტრაექტორია არ შეიცვლება, სავარაუდოდ, საქართველო ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწილი გახდეს.

რუსეთის ომის ყოველი ინჩი დოკუმენტირებულია. ეს არ ტოვებს ეჭვის ადგილს და არც დაუსჯელობის ადგილს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს - გამარჯვების ზეიმს, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს იყო ხელისუფლების დამსახურება. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, პირველ რიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.