ორ კვირაში გადავწყვეტთ, იქნება ეს მასშტაბური სანქციები, ტარიფები, ორივე ერთად თუ არაფერს არ გავაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.
ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ 4,05 მილიარდი ევრო გადაურიცხა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ სამუშაოებს აგრძელებს ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში– ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ათასზე მეტით გაიზარდა.
გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობის არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.