
ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.

თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.

აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

TikTok-ს 530 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რადგან მან ევროპელთა პერსონალური მონაცემები უკანონოდ გაგზავნა ჩინეთში და მომხმარებლებთან საკმარისად გამჭვირვალე არ იყო, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა.

02.05.2025 - სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მის ქსელში პორტირებისას მომხმარებელს დამატებით სარგებელს სთავაზობს.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში 2-3 მაისს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ იმართება.

უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომლის შექმნასაც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, - ამის შესახებ დენის შმიგალმა განაცხადა.