gorgia
ავერსი legi

ენერგოომბუდსმენი ეხმაურება მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაზრდილი გადასახადი მიიღეს. 

როგორც ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით.

„ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მოგვმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ რიგში, დამცველის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის: მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა მრიცხველის ტექნიკური დაზიანება კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვის შემთხვევაში: დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა, შეფასდება დარიცხვის კანონიერება, ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე“, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

534