gorgia
ავერსი legi

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, 31 იანვრის ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბუშტები შეიჭრნენ, რის გამოც პოდლასკე სავოევოდოს საჰაერო სივრცის ნაწილში სამოქალაქო ავიაციისთვის შეზღუდვები დააწესეს.

„ფრენის პარამეტრების ანალიზის საფუძველზე, ისინი, მაღალი ალბათობით, შეფასდა, როგორც მიმდინარე მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მოძრავი ბუშტები“, - აღნიშნულია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს საფრთხე არ დამუქრებია.

„ეს ინციდენტი წარმოადგენს პოლონეთის აღმოსავლეთ რეგიონში დაფიქსირებული ჰიბრიდული ტიპის ინციდენტების სერიის კიდევ ერთ შემთხვევას. შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის ინსტიტუტებთან და სამსახურებთან, ახორციელებს ინფორმაციის მუდმივ გაცვლას და გადასცემს მონაცემებს დაკვირვებული ობიექტების შესახებ. სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პოლონეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებული ამოცანები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

112