თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„დღეიდან, წამლებზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა“, - აღნიშნულის ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქვეყანას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ექნება. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კი რამდენიმე თვეში ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა,
მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტის“ პარტნიორები კურიერებმა დღეს კომპანიის ოფისთან საპროტესტო მოთხოვნით აქცია გამართეს.
საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, – თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა.
კიდევ ერთხელ მივმართავ იმ მძღოლებს, რომლებიც დღეს ახორციელებენ A კატეგორიის სერვისს, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა, 20 მარტამდე მიმართეთ ჩვენს უწყებას და აიღეთ ლიცენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან ვერ მიიღებთ სამუდამო ნებართვას და ვერ გააგრძელებთ საქმიანობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.